ENKARU
ბათუმის სამშენებლო ხედი

სიზუსტე თითოეულ
დეტალში.

მონოლითური რკინა-ბეტონის და მოპირკეთების სამუშაოები — მრავალწლიანი გამოცდილებით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით.

0+კვ/მ
შესრულებული
0დასრულებული
ობიექტი
0სართული —
მაქსიმუმი
0×PVC ყალიბის
გამოყენების რესურსი
დასქროლე

01 — კომპანია

საფუძველი, რომელზეც
აშენდება ნდობა

ჰოუმსაიდ კონსტრაქშენი არის სამშენებლო კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც სრულ სერვისს უწევს მონოლითური და მოპირკეთების სამუშაოების შესრულებაში — მხოლოდ სერთიფიცირებული, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მასალებით.

მრავალწლიანი გამოცდილება

სამშენებლო კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებითა და ათეულობით ათას კვადრატულ მეტრზე შესრულებული სამუშაოებით.

ინოვაციური ტექნოლოგია

თანამედროვე PVC მასალის სამშენებლო ყალიბები ფილისა და სვეტის იდეალური სისწორისთვის.

სრული სერვისი

მონოლითური და მოპირკეთების სამუშაოების შესრულების სრული ციკლი — საფუძვლიდან ფასადამდე.

უსაფრთხოების ნორმები

საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა და საკუთარი წარმოების დამცავი სისტემები.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაცია მთავრობის N41 დადგენილების შესაბამისად.

საინჟინრო ზედამხედველობა

კვალიფიციური ტექნიკური საინჟინრო ჯგუფი და სამშენებლო ვადების მუდმივი მონიტორინგი.

02 — პროექტები

წარმატებული პროექტები

ჩვენი პორტფელი აერთიანებს დასრულებულ, მიმდინარე და ექსპლუატაციაში მიღებულ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სამშენებლო სტანდარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალური საინჟინრო გუნდის მხარდაჭერით, თითოეული პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, განსაზღვრულ ვადებში და დამკვეთის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

ექსპლუატაციაში

Homeside Corner

Homeside Corner

6 სართულიანი ელიტარული საცხოვრებელი სახლი ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. რკინა-ბეტონის (მონოლითური) და მოპირკეთების სამუშაოები.
დამკვეთი: ჰოუმსაიდ ბათუმი
მისამართი: ჰ. აბაშიძის 65 ბათუმი

6,100 m²სამშენებლო ფართი
1.5 წელიმშენებლობის ვადა
ჰოუმსაიდ ტერასა

ჰოუმსაიდ ტერასა

16 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის რკინა-ბეტონის (მონოლითის) მშენებლობა და მოპირკეთების სამუშაოები.
დამკვეთი: ჰოუმსაიდ ბათუმი
მისამართი: 27 გიორგი ბრწყინვალის ქ.

16,602 m²სამშენებლო ფართი
2 წელიმშენებლობის ვადა
ჰოუმსაიდ ბათუმი — ბლოკი «B»

ჰოუმსაიდ ბათუმი — ბლოკი «B»

16 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის რკინა-ბეტონის (მონოლითის) მშენებლობა და მოპირკეთების სამუშაოები.
დამკვეთი: ჰოუმსაიდ ბათუმი
მისამართი: 27 გიორგი ბრწყინვალის ქ.

9,130 m²სამშენებლო ფართი
1.5 წელიმშენებლობის ვადა
ჰოუმსაიდ ბათუმი — ბლოკი «A»

ჰოუმსაიდ ბათუმი — ბლოკი «A»

18 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის რკინა-ბეტონის (მონოლითის) მშენებლობა და მოპირკეთების სამუშაოები.
დამკვეთი: ჰოუმსაიდ ბათუმი
მისამართი: 27 გიორგი ბრწყინვალის ქ.

14,908 m²სამშენებლო ფართი
2 წელიმშენებლობის ვადა

03 — ტექნოლოგია & უსაფრთხოება

ინოვაციური გადაწყვეტილებები

PVC ყალიბებიPVC ყალიბები მონტაჟი
100×გამოყენების რესურსი
PVC

თანამედროვე PVC ყალიბები

მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოების დროს გამოვიყენებთ თანამედროვე PVC მასალის სამშენებლო ყალიბებს — მსუბუქი, მოხერხებული და ფილისა და სვეტის იდეალური სისწორის უზრუნველმყოფი.

  • ასჯერადი გამოყენების რესურსი
  • ექსპლუატაციის შემდეგ არ ტოვებს სამშენებლო ნარჩენს
  • მდგრადია ტენიანობის, კოროზიის და ქიმიური დაზიანების მიმართ
უსაფრთხოების სისტემაუსაფრთხოების ბადე
საკუთარი წარმოება
SAFETY

უსაფრთხოების მოაჯირების სისტემა

საკუთარი წარმოების ქარსაწინააღმდეგო ბადე, სპეციალურად შექმნილი რთული და მაღალსართულიანი კონსტრუქციების მშენებლობისთვის.

  • სამუშაო სივრცის მაქსიმალური დაცვა
  • სიმაღლეზე მუშაობისას რისკების მინიმუმამდე შემცირება
  • საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა
  • სწრაფი და ეფექტური მონტაჟი

04 — პარტნიორობა

კაპიტალი

საკუთარი ფინანსური რესურსების მობილიზებით, ჰოუმსაიდ კონსტრაქშენს შეუძლია გახდეს დეველოპერული კომპანიის სრულფასოვანი ბიზნეს პარტნიორი.

05 — კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მზად ვართ თქვენი შემდეგი პროექტისთვის — დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.

აღმასრულებელი დირექტორი

გოჩა კონცელიძე

+995 577 504 100
დირექტორი

თამარ დუმბაძე

+995 577 528 326
მთავარი ინჟინერი

კარლო დუმბაძე

+995 593 402 967